Covid 19-ით კიდევ 77 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 49 334 ტესტი და დადასტურდა 4 563 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 744 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.25%, ბოლო 7 დღის 10.19%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.98%.
ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 832 გამოვლინდა, აჭარაში - 133, იმერეთში – 711, ქვემო ქართლში – 362, შიდა ქართლში – 423, გურიაში – 84, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 311, კახეთში – 448, მცხეთა-მთიანეთში – 118, სამცხე-ჯავახეთში – 104, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 304, საიდანაც 6 864 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 291 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 47 149 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 676 პირი, 363 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 771 381 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 705 312 პაციენტი და გარდაიცვალა – 10 739.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.





