მიხეილ სააკაშვილი

ბოკერია: საზოგადოების და პოლიტიკოსების ყურადღება უნდა იყოს პოლიტიკური დევნის მთელ სპექტრზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანების გამოსვლასთან ერთად, საზოგადოების რეაქციასთან ერთად, ყურადღება იყოს ამ პოლიტიკური დევნის მთელ სპექტრზე და საერთაშორისო ამნისტიის განცხადება, რომელიც  ჩვენ ვნახეთ სააკაშვილთან დაკავშირებით, არის ძალიან მკაფიო და მოკლე, მაგრამ ძალიან მძიმე დახასიათება იმ რეალობის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენს ქვეყანაში.

ამ ძალიან დიდი ხიფათის წინაშე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმდენი ხანი პროტესტისთვის და ამაზე საერთაშორისო ასპარეზისთვის ყურადღების გამახვილებისთვის, რამდენიც დასჭირდება ამ რეჟიმის ჩამოცილებას. ამიტომ ვთვლით ჩვენ აუცილებლად, რომ ამ პროცესზეც [ექსპრეზდენტის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულების] და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის პროცესზეც, რომელიც წესით უნდა გადმოიყვანონ დღეს აქ, საზოგადოებამ ის უნდა იხილოს, იყოს მთელი პოლიტიკური და სამოქალაქო სპექტრის ყურადღება და პროტესტში თანამონაწილეობა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმყოფება, სადაც ორი პროცესია დაგეგმილი - მიხეილ სააკაშვილის და მისი საქართველოში შემოყვანის საქმეზე ბრალდებულების.

კომენტარები