მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ლელო გენ. პროკურორს: დაიწყეთ გამოძიება ხოშტარიასთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე

ლელო საქართველოსთვის / Facebook

პარტია ლელო გენერალურ პროკურორს მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება დროას ლიდერ ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვებზე.

"მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთის და დაძაბულობის შემოიტანა. ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს". – ნათქვამია განცხადებაში.

9 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მმართველი პარტიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციამ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილა. ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-7 დღეა პარლამენტში შიმშილობს.

კომენტარები