გარდა იმისა, რომ ეს მათი ფანტაზიის მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე ეს არის მცდელობა ყურადღების გადატანის აბსოლუტურად არაადეკვატურ, არარელევანტურ საკითხზე. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ერთადერთი პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილისა და ჩემს ჯანმრთელობაზე არის ქართული ოცნება, რომელსაც ზუსტად ერთ წამში შეუძლიათ გადაწყვიტონ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის პირობებიდან გამოყვანა, ვციტირებ ომბუდსმენს და სამოქალაქო კლინიკაში წაყვანა. ამიტომ, ლაპარაკი რაღაც შეთქმულებებზე, მცდელობა რაიმე დაპირისპირებისა ჩემს კოლეგებთან და მეგობრებთან ან აქცენტების და ყურადღების გადატანა მათ არ გამოუვათ, პირდაპირ ვეუბნები, ერთადერთი, რაზეც მათ ფიქრი მოუწევთ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელსაც ვერ მოიხსნიან მიხეილ სააკაშვილის და ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ხოშტარია მოწამვლაზე: არარელევანტურ საკითხზე ყურადღების გადატანის მცდელობაა
tbl.ge/5rbx
დაკოპირდა

ასე უპასუხა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ქართული ოცნების წევრს, ირაკლი კობახიძეს, რომლის თანახმადაც, ოპოზიციის ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს




