მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

გაბუნია: გლდანის კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური და შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ

მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების შესახებ.

კომენტარები