Covid 19-ით კიდევ 74 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 21 477 ტესტი და დადასტურდა 2 191 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 348 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.2%, ბოლო 7 დღის 10.41%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.64%.
ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 017 გამოვლინდა, აჭარაში - 89, იმერეთში – 362, ქვემო ქართლში – 146, შიდა ქართლში – 81, გურიაში – 58, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 140, კახეთში – 162, მცხეთა-მთიანეთში – 64, სამცხე-ჯავახეთში – 52, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 382, საიდანაც 6 916 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 302 - კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 43 164 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 678 პირი, 355 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 755 046 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 693 129 პაციენტი და გარდაიცვალა – 10 509.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.





