დღეს რაც იკადრა დამატებით ხელისუფლებამ, რეჟიმმა, ივანიშვილმა, კობახიძემ, კალაძემ და სხვებმა, რეალურად დაგვიანონსეს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა, გაცხადებული მკვლელობა, ესეც ცხადზე უცხადესია.
ისიც არ უნდა დაგვავწიყდეს, რისთვის მიიტანა საკუთარ ჯანმრთელობა და სიცოცხლე სამხვერპლოზე მიხეილ სააკაშვილმა და რისთვის ვიბრძვით ჩვენ, ვიბრძვით იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფო უკან დავიბრუნოთ და აუცილებლად დავიბრუნებთ...
მე ქალაქ-ქალაქ ვიარე და განგებ ვდებდი ფიცს სხვადასხვა ქალაქში, რომ მე, ძალიან ბევრ ათას საქართველოს მოქალაქესთან ერთად, აუცილებლად გამარჯვებული შევალთ სახლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლებში შესვლა აღარ იქნება, დასრულებულია ეს საკითხი





