აქციები რუსთავის ციხესთან

რუსთავის ციხესთან აქციაზე ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის მუხლებით მოქალაქე დააკავეს

რუსთავის ციხესთან აქციაზე ერთი ადამიანი დააკავეს. TV პირველის ცნობით, დაკავებული მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა. 

სამხარეო პოლიციის უფროსის ცნობით, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე და 166-ე მუხლებით დააკავეს, რაც სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. 

რუსთავის ციხესთან შეკრებილი მოქალაქეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. სააკაშვილი 37-ე დღეა, შიმშილობს. 

კომენტარები