კრიმინალი

შსს: ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური დაჯგუფების 8 ქართველი წევრი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 ოქტომბერს ქალაქ ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად კრიმინალური დაჯგუფების 9 წევრი დააკავეს. მათ შორის 8 საქართველოს, 1 კი რუსეთის მოქალაქეა.

უწყების ცბობით, მათ ბრალად ედებათ ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე და 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების ქურდობას, ასევე კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა დაკავებულების საცხოვრებელი 7 ბინა. ბრალდებულები სასამართლოს წინაშე 22 ოქტომბერს წარდგნენ.

კომენტარები