მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჭყონია: სააკაშვილი დაამტკიცებს, რომ პრინციპულია და ჩვენც დაგვიმტკიცებს, რომ სუსტები ვართ

ერთი რამე ვერ გავიგე სხვა უამრავ გაუგებრობასთან ერთად. რა პრობლემას ხედავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სიკვდილს ებრძვის და ჩვენ ამის თანამონაწილეები ვართ მთელი საქართველო, გადავიდეს ნორმალურ კლინიკაში სიცოცხლის გადასარჩენად. აქ ხომ არის საუბარი გათავისუფლებაზე, არამედ ჩვეულებრივი ჰუმანური ფორმაა, ადამიანი გადაიყვანონ საავადმყოფოში სამკურნალოდ. [...] ერთი რამის მჯერა, რაღაცას რომ ვუყურებ, დასკვნა არის ასეთი, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრინციპულად გადადო თავი და ამით უნდა დაამტკიცოს, რომ არის პრინციპული ადამიანი. ის კი დაამტკიცებს ამას, მაგრამ ჩვენც დაგვიმტკიცებს, რომ არშემდგარი ტიპები ვართ. მიხეილ სააკაშვილი თავის თავს დაუმტკიცებს და ჩვენც დაგვიმტკიცებს, რა სუსტები ვართ. 

კომენტარები