მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი: მტრის ჯინაზე არ მოვკვდები, დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება

მთელი საქართველო უნდა დაიძრას თბილისში შემდეგ კვირას. როგორც კი თარიღი გამოცხადდება, ემიგრანტებმა უნდა აჩუქონ ის 1 დღე საქართველოს, რომელზეც გუშინ მოგმართეთ. მე მხარს ვუჭერ ოპოზიციის ლიდერების გეგმას, რომ ჩამოვიდეთ და არ დავიშალოთ. ასევე, გზადაგზა, ცხადია, იქნება ბევრი იმპროვიზაცია. ახლა მთავარია მრავალრიცხვოვნობა და თქვენ, დიახაც რომ, წარმოადგენთ და არჩევნებმა ეს დაადასტურა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან, ძალიან მტკიცე და მობილური. არ ვიცი, ჩემი შიმშილობის რომელი დღე იქნება, მაგრამ მტრის ჯინაზე არ მოვკვდები და აუცილებლად დაგელოდებით, რათა მოვიპოვოთ და ვიზეიმოთ გამარჯვება, საქართველოს გამარჯვება.

წერს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ წაიკითხა. 

კომენტარები