ვაქცინაცია საქართველოში

პოლონეთი საქართველოს თითქმის ნახევარ მილიონ დოზა PFIZER-ის ვაქცინას ჩუქნის

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთი საქართველოს 468 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინას ჩუქნის. მათივე ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი უკვე საქართველოშია.

"ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ვაქცინაციის პროგრამის მიზნებისთვის, როგორც მიმდინარე ასევე ბუსტერ დოზების გამოსაყენებლად. დიდი მადლობა პოლონეთის მთავრობას ამ დახმარებისთვის", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის თქმით, საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება.

"იმედი მაქვს მოსახლეობა აღნიშნულ ვაქცინებს აქტიურად გამოიყენებს და საბოლოოდ ვაქცინაციის დახმარებით დავასრულებთ მიმდინარე მეხუთე ტალღასაც და პანდემიასაც. საჭიროების შემთხვევაში პოლონეთი საქართველოს კვლავ დაეხმარება", - თქვა მან.

ჯანდაცვის სამინისტრო წერს, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხუთ ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.

კომენტარები