ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ნოემბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

mashable

ხვალ, 2 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, გერცენის, ჯორჯიაშვილის, ათონელის, ფხოვის და ხაზინის  ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მექანიზაციის, დადიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ადამიას, შერვაშიძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ჩხენკელის, დვალის, თაყაიშვილის, ჯავახეთის, კუპრაძის, რწმენის და ოჯალეშის ქუჩების  მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, პატარიძის და პილსუდსკის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ცემის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები