მიხეილ სააკაშვილის დაკავება

"თავისუფლება მიშას"– ქუთაისის მერიასთან აქციაზე აქტივისტები დააკავეს

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

ქუთაისის მერიასთან ხმაურია. სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსოვლელობას მართავდნენ. 

"თავისუფლება მიშას" - აქტივისტები ამ წარწერების გაკეთებას აპირებდნენ, როდესაც პოლიციამ მათ სტენსილები წაართვა, ამას აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.  

სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა  და პოლიციამ აქტივისტები დააკავა. სამართალდამცველების თქმით, ისინი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. 

საქართველოს ყოფილი პრეზინდეტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს და ის მას შემდეგ, 32-ე დღეა შიმშილობს.

კომენტარები