კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 141 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 10.76%-ია

The Insurance Journal

Covid 19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 19 886 ტესტი და დადასტურდა 2 141 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  5 081 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.76%, ბოლო 7 დღის 8.83%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.94%.

ინფიცირების 2 141 ახალი შემთხვევიდან თბილისში 928 გამოვლინდა, აჭარაში - 99, იმერეთში – 401, ქვემო ქართლში – 145, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 34, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 128, კახეთში – 221, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 40, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 45 674.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 721 388 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 665 599 პაციენტი და გარდაიცვალა –  10 089.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები