არჩევნები 2021

ნონიაშვილი: "არჩევნებს აზრი არ აქვს" არასწორია, ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ

"არჩევნებს აზრი არ აქვს" არასწორია. პირიქით, ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივიდეთ, სადაც ხელისუფლება კიდევ უფრო მორყეული იქნება. უიმედობა, ნებისყოფის არ ქონა მცდარი გზაა. გაყალბების, დარღვევების, ცუდად ჩატარებული არჩევნების ფონზეც კი გამოჩნდა, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად მორყეულია და ეს გზა უნდა გაგრძელდეს. ბევრი ფიქრობს, რომ ამის დრო არ აქვს. დრო გადის. ავტორიტარიზმის დამარცხება უნდა სასწრაფოდ. ბუნებრივია ეს წუხილი. ოღონდ ამის გამო საკუთარი თავის და სხვების დარწმუნება, რომ რაღაც მარტივი, 1 კვირიანი გზა არსებობს, არასწორია. მცდარი მოლოდინების დასახვას უკუშედეგი მოაქვს. რაც უფრო სწორად ვივლით ავტორიტარიზმთან ბრძოლის გზაზე, მით უფრო სწრაფად დასრულდება ეს გზა. ისიც უნდა ითქვას რომ 1 კვირიანი, სწრაფი გზები გაცილებით მეტ რესურსს მოითხოვს ხოლმე, ვიდრე არჩევნების მოგება.

არათანამშრომლობა, ბოიკოტირება სწორი გზაა. არყევს და ასუსტებს ხელისუფლების პოზიციებს. მითუმეტეს, თუ არჩევნებს გაუქმებულად თვლი ხელისუფლების მიერ, პარლამენტში დარჩენაზე მხოლოდ თემურ ქეცბაიას ფრთიანი ფრაზა მახსენდება. აქციები, პროტესტი ხელისუფლების, ავტორიტარიზმის, პოლიტიკური დევნის... მიმართ სწორი გზაა. არყევს და ასუსტებს ხელისუფლების პოზიციებს. ამ არჩევნებმა პირიქით, მკაფიო გახადა რომ ამ ხელისუფლების შეცვლაც შეიძლება არჩევნები გზით. ამას სჭირდება კიდევ უფრო დიდი მობილიზაცია და კიდევ უფრო მეტად ხელისუფლების პოზიციების შესუსტება. ამიტომ, ან ვიბრძვით, ამ ბრძოლით კიდევ უფრო ვძლიერდებით და ხელისუფლება იძულებულია ვადამდელი არჩევნები დანიშნოს ან ვარახუნოთ სამზარეულოებში "რევოლუცია უნდა მოხდეს ძმაო...".

კიდევ უფრო მკაფიოდ: დავისახავთ გრძელვადიან ბრძოლას და შედეგი იქნება იმაზე ადრე, ვიდრე გვგონია. დავისახავთ მოკლევადიან ბრძოლას და შედეგი იქნება იმაზე გვიან ვიდრე გვგონია.

წერს ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი. 

კომენტარები