არჩევნები 2021

OSCE: რესურსებში უთანასწორობამ, მმართველობაში ყოფნამ სასწორი ოცნებისკენ გადახარა

ალბერტ იონსონი, OSCE-ს სადამკვირველო მისიის ხელმძღვანელი

OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შეფასების ანგარიში წარადგინა. იონსონის თქმით, არჩევნების მეორე ტური ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ განგრძობითმა პოლარიზაციამ და გამწვავებულმა ნეგატურმა რიტორიკამ უარყოფითად იმოქმედა პროცესზე.

"კამპანია კონკურენტული იყო და ხასიათდებოდა ეროვნულ საკითხებზე ფოკუსირებით, რამაც ადგილობრივი საკითხები დაჩრდილა. ზოგადად კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მაგრამ იყო ჩივილები დაშინებასთან და ზეწოლასთან დაკავშირებით. მწვავე უთანასწორობამ რესურსების მხრივ და ხელისუფლებაში ყოფნის უპირეტასობამ დამატებითი როლი ითამაშა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და მის მხარეს გადახარა სასწორი. კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება შეზღუდული იყო არასაკმარისი ზედამხედველობის გამო." - თქვა იონსონმა.

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია თვითმმართველობის არჩევნების ორივე ტურს აკვირდებოდა. მისიას ალბერტ ჯონსონი ხელმძღვანელობს. მეორე ტურისთვის ქვეყანაში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის 16 წევრი დარჩე, ხოლო არჩევნების დღეს დაკვირვებაში მონაწილეობდა 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი. არჩევნების შეფასების საბოლოო ანგარიში სადამკვირვებლო მისიის დასრულებიდან 8 კვირის შემდეგ გამოქვეყნდება.


30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები