არჩევნები 2021

პაპუაშვილი: ოპოზიცია რომ მათემატიკაში მოიკოჭლებს და ოცნება ძლიერია, არაერთხელ დამტკიცდა

არის მანიპულაციის მცდელობა. რა, რა და რაც შეეხება მათემატიკას, აქ ოპოზიცია რომ მოიკოჭლებს და ქართული ოცნება ძლიერად არის, დამტკიცდა არაერთხელ. კრწანისში ყველა უბანი დათვლილია ელექტრონული მთვლელის მეშვეობით. დააკვირდით, რას აცხადებენ ჩვენი ოპონენტები. მათ გამოაცხადეს ფონიჭალა, ისინი სპეციფიკურად არჩევენ ამ უბნებს, სადაც მათ აქვთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ქართულ ოცნებას. ანუ მთელი ოლქიდან ირჩევენ რამდენიმე უბანს, სადაც აქვთ უპირატესობა და უნდათ ეს გაყიდონ, თითქოს ეს არის მოგება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები