არჩევნები 2021

მდინარაძე: იმ ორ ოლქში, სადაც ცდომილების ზღვარში ვართ, ცესკოს დაველოდოთ კარგად

ის მონაცემები, რაც გვაქვს პარტიული ხაზით, შემდეგ ეგზიტპოლით, ახლა გაცილებით უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, პრაქტიკულად იდენტურია, სხვა დროს მთლად ასე არ იყო, რატომღაც უფრო მეტი განსხვავება იყო ხოლმე, მაგრამ მთავარია ცესკოს მონაცემები და ნამდვილად მჯერა, რომ ცესკოს მონაცემებიც იგივე იქნება პრაქტიკულად, მაგრამ იქ, სადაც ცდომილების ზღვარშია, ორი კანდიდატია სულ, იქ დაველოდოთ კარგად, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დამაჯერებლად და ეს იქნება არამხოლოდ ჩვენი გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე TV იმედის ეთერში. მთავარი არხის ეგზიტპოლით დიდ ქალაქებში ენმ-მ გაიმარჯვა, იმედის ეგზიტპოლით – ოცნებამ. ამასთან, TV იმედის მონაცემებით, ქუთაისსა და ბათუმში ხელისუფლების კანდიდატი ცდომილების ზღვართან ახლოსაა.

კომენტარები