TV იმედის ეგზიტპოლი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი ოცნებამ მოიგო, სხვაგან არ ჩატარებულა

კვლევითი კომპანია GORBI-ს ეგზიტპოლების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ოთხი დიდი ქალაქიდან ოთხივე ქართულმა ოცნების კანდიდატმა მოიგო. TV იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ქართული ოცნების კანდიდატებმა თბილისში (კახა კალაძე - 57.2%),  ქუთაისში (იოსებ ხახალეიშვილი - 51.9%), ბათუმში (არჩილ ჩიქოვანი - 50.8%) და რუსთავში (ნინო ლაცაბიძემ - 53.8%) გაიმარჯვეს.

ეს 18:00 საათის მონაცემებია.

TV იმედის ცნობით, ეგზიტპოლი 4 ქალაქში ჩატარდა, სადაც 150 შემთხვვით შერჩეულ უბანზე 17 000-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 95%-იანი საიმედოობით +-2.5%-ია.

კომენტარები