არჩევნები 2021

აბესაძე: უაღრესად საჭირო გამარჯვება შედგა – ოქმებში, ქაღალდზე გადატანა სჭირდება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უაღრესად საჭირო გამარჯვება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედგა - თბილისელებმა და საქართველოს მოსახლეობამ გაიიმარჯვა ამ არჩევნებში. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს როგორც მთავარი არხის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლი, ასევე მთლიანი წინასაარჩევნო კამპანია, როდესაც ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდით, სწორი, ადამიანის პრობლემებზე ორიენტირებული მესიჯებით უაღრესად პოზიტიური კამპანია ჩავატარეთ. ხელისუფლება იყო მთლიანად ჩამოშლილი და საერთოდ ვერაფერი შესთავაზა საზოგადოებას. ვნახეთ ადამიანების იმედიანი თვალები და დღეს ვნახეთ თბილისელების მაღალი აქტივობა - ძალიან დიდი მადლობა მას. მათ მიერ მოტანილ გამარჯვებას სჭირდება გადატანა ოქმებში, ქაღალდღე. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით უკეთ ვართ მომზადებული, ვიდრე წინა არჩევნების პერიოდში. 

ამბობს თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი, ირაკლი აბესაძე მთავართან ინტერვიუში. მთავარი არხის კვლევით, ნიკა მელიამ ხმების 53% მიიღო, იმედის კვლევით კი - 42.8%.

კომენტარები