არჩევნები 2021

მთავარი არხის ეგზიტპოლით დიდ ქალაქებში ენმ-მ გაიმარჯვა, იმედის ეგზიტპოლით – ოცნებამ

ტაბულა

მთავარი არხის დაკვეთით კომპანია ანოვას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. იმედის დაკვეთით კომპანია GORBI-მა ეგზიტპოლი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში ჩაატარა. მათ მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ოთხივე ქალაქში ქართული ოცნების კანდიდატები იმარჯვებენ.

მთავარი არხის ეგზიტპოლის თანახმად

  • თბილისში: ნიკა მელია (ენმ) – 51%, კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 49%
  • რუსთავი: დავით კირკიტაძე (ენმ) – 53%, ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 47%
  • ქუთაისში: ხატია დეკანოიძე (ენმ) – 53%, იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 47%
  • ზუგდიდში: ანზორ მელია (ენმ) –  53%, მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) – 47%
  • ბათუმში: გიორგი კირთაძე (ენმ) – 51%, არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 49%

იმედის ეგზიტპოლის თანახმად:

  • თბილისი: კახა კალაძე (ქართული ოცნება) – 57,2% ნიკა მელია (ენმ) – 42.8%
  • რუსთავი: ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 53,8% დავით კირკიტაძე (ენმ) – 46,2%.
  • ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 51,9% ხატია დეკანოიძე (ენმ) – 48,1%.
  • ბათუმი: არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 50,8% გიორგი კირთაძე (ენმ) – 49,2%.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები