არჩევნები 2021

Die Tageszeitung: ქართული კოშმარი – საქართველო ადგილობრივი არჩევნების წინ

გერმანულ გამოცემა Die Tageszeitung-ში გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით "ქართული კოშმარი", სადაც საუბარია, მმართველი პარტიის მიერ, არჩევნების მეორე ტურის წინ, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.

"ნაცისტები, ხულიგნები, გამყიდველები - ეს არის ის თავაშვებული, შეურაცხმყოფელი ეპითეტების მცირე ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბრისას იყენებს. სიძულვილის ტირაჟირებას, სათავეში ქვეყნის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უდგას. მან საქართველო ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1-ელი ოქტომბრის შემდეგ ციხეში იმყოფება, ადოლფ ჰიტლერსაც კი შეადარა. პარალელურად, ღარიბაშვილი ფინანსური კეთილდღეობის დაკარგვით ემუქრებოდა მეამბოხე მუნიციპალიტეტებში, ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ხმების დაცვას სიცოცლის ფასადაც კი აპირებდნენ". - წერს ოერტელი.

29 ოქტომბერს, Die Tageszeitung-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ 2012 წელს საქართველომ მოახერხა, ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა. ამის დასტურად, ავტორი ეუთოს შეფასებას იშვეილებს, რომელმაც 9 წლის წინ გამართულ არჩევნებს თავისუფალი და სამართლიანი უწოდა. ოერტელი წერს, რომ ზემოხსენებული არჩევნები იძლეოდა იმედს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები შესაძლებელი იყო. თუმცა, ეს დრო წარსულს ჩაბარდა.

"დროთა განმავლობაში ქართული ოცნება - კოშმარად იქცა. მხოლოდ უკანასკნელ 12 თვეში, ხელისუფლებამ მოახერხა და არაერთხელ აჩვენა თავისი რეალური სახე. ქართული ოცნება დაემშვიდობა ისეთ ღირებულებეს, როგორიც არის დემოკრატია და კანონის უზენაესობა. მათი კამპანიის სამიზნე არ იყვნენ მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათთან ერთად, ხელისუფლების სამიზნეედ იქცა, სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენილი ნაწილიც. მათი ნაბიჯების უკანასკნელი თვალსაჩინო მაგალითია მიხეილ სააკაშვილის საქმეც. 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ექსპრეზიდენტი ქვეყანაში დაბრუნდა და რამდენიმე დღეში ის დააკავეს. სერიოზულ ეჭვს იწვევს, თუ რამდენად ექნება მას სამართლიან სასამართლოზე წვდომა". - წერია სტატიაში.

წინაასაარჩევნო გარემოს ავტორი დემოკრატიული სტანდარტების დაცინვასაც უწოდებს და არჩევნების წინ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებისა და მოსიყიდვის ფაქტებს.

"მოვლენები, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების ირგვლივ მიმდინარეობს დემოკრატიული სტანდარტების დაცინვაა. ამომრჩევლები დააშინეს, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებს კი სამსახურის დაკარგვით დაემუქრნენ.  ოპოზიციური პარტიების 600-ზე მეტმა წარმომადგენლმა კი პირველი ტურის წინ კანდიდატურა რეპრესიების შიშით მოხსნა. კერძო კომპანიების დიდმა ნაწილმა კი ივანიშვილის პარტიას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ფული შეწირა, სანაცვლოდ კი მათ მთავრობისგან 40 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს". - წერს ჟურნალისტი TI-ის შეფასებებზე დაყრდნობით.

"ქართული ოცნებას ასე მოქცევის საშუალებას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობაც აძლევს, რადგან, მიუხედავად სასამართლო რეფორმის არაერთი დაპირებისა, დამკვირვებლების აზრით, სასამართლოს "კლანი" მართავს, რომელიც მთავრობისადმი ლოილურად განწყობილი მოსამართლეებით არის დაკომპლექტებული. მოსამართლეებით, რომლებიც საეჭვო პროცედურებით და პოლიტიკური მოტივებით არიან დანიშნულები". - წერია სტატიაში. 

ამის გარდა, სტატიის ავტორი ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაკავებებსა და 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზეც საუბრობს.

"ივლისში, ულტრა-მემარჯვენე ბრბო ლგბტქ ადამიანებზე ღიად ნადირობდა. 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რამდენიმე დღეში კი დაზიანებების შედეგად ოპერატორი დაიღუპა. გამოხატვის თავისუფლება და უმცირესობების დაცვა? მეხუმრებით? სერიოზულად? - ხელისუფლებამ მომხდარი ლგბტქ მარშის ორგანიზატორებს დააბრალა. ფიქრობთ ვინმე დაისჯება? წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, რთული სათქმელია". - წერს ოესტერი.

ჟურნალისტი ევროკავშირს საკუთარი მიმართებების გადააზრებისა და საქართველოში დასავლეთის მომხრეთა მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"ევროკავშირისთვის უკვე ნათელია, საქართველოში ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა. ამის დასტურია, 2021 წლის 19 აპრილს, ბრიუსელსა და მთავრობას შორის გაფორმებული შეთანხმებაც, რომელიც მმართველმა ძალამ რამდენიმე კვირაში დატოვა. ოფიციალური თბილისი საკუთარ აბუჩად აგდებას მათთვის, თითქოსდა, ასე მნიშვნელოვანი დასავლელი პარტნიორების მიმართ, უფრო მკაფიოდ ვერ გამოხატავდა. თუმცა, ქართული ოცნება არ გამოხატავს მთელი საქართველოს პოზიციას. ქვეყანაში უამრავი ახალგაზრდა ადამიანია, რომელიც საკუთარ იმედებს დასავლეთზე ამყარებს და იბრძვის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის. ასეთ სიტუაციაში ევროკავშირის მხრიდან მათი მიტოვება უპასიხისმგებლობისა და გულგრილობის გამოვლინება იქნება. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი მუდმივი ჩარევით, საქართველოზე საკუთარი გავლენის გააფართოებას ცდილობს, "რბილ ძალას" [დასავლეთს. რედ] კი საპასუხოდ არაფერი გააჩნია. ევროკავშირმა უნდა გადაიაზროს საკუთარი პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით. დრო აღარ იცდის." - წერია სტატიის დასკვნით ნაწილში.

კომენტარები