არჩევნები 2021

ჰარცელი: დღეს არჩევნების დღეა და ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას პოლიტიკა

დღეს არჩევნების დღე და ახლა მე და ჩემნაირები კი არ უნდა ვსაუბრობდეთ პოლიტიკაზე, არამედ ქართველმა ხალხმა უნდა შექმნას პოლიტიკა. არჩევნები არ წყდება უმრავლესობის ნებით, არამედ მათ მიერ, ვინც გადაწყვეტს, მივიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა. ამიტომ იმედი მაქვს, რაც შეიძლება ბევრი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას მოვიდეს და გამოხატოს თავისი ნება. იმედი მაქვს, რომ ამომრჩევლებს ექნებათ შესაძლებლობა წყნარ და მშვიდობიან გარემოში მივიდნენ და მისცენ ხმა.

თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

კომენტარები