მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ხოშტარია ღარიბაშვილზე: ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს

 ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო. პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი. კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს

წერს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ, რომელმაც გუშინ, იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება, თუმცა ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ვერ იქნება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 29-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები