არჩევნები 2021

119-ე სკოლის მასწავლებლები დირექტორის პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებას აპროტესტებენ

Mshoblebi.ge

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

თავად დირექტორის მოვალეობის შესრულებელი ამბობს, რომ ის გლდანში ენმ-ს წარდგენილი გამგეობის კანდიდატის ნათესავია და მის თანამდებობაზე ქართული ოცნების მხარდამჭერს ნიშნავენ.

"დიახ, ზუსტადაც, ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი" - ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე, ფორმულასთან ინტერვიუში. 

მასწავლებლების თქმით, დირექტორის მოვალების შემსრულებელი არასერტიფიცირებული პირით შეცვალეს. მათივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ განათლების სამინისტროსთან არ ექნებათ კომუნიკაცია და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს არ გასცემენ. 

კომენტარები