დღეს, 28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეთანიის, გალავნის, განთიადის, კვესეთის, დომინიკა ერისთავის, ნიაბის, საინგილოს, სათემოს, სომხეთის, გოლოვნის და სამხედროს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, სიმონ ჩიქოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის (ნაწილობრივ) და მუხაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.