არჩევნები 2021

ანზორ მელია ზუგდიდში: მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე "ბაბა იაგა" არა ვარ

მე მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე "ბაბა იაგა" არა ვარ. ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ისინი ყველანი დარჩებიან, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისგან მერია.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია ზუგდიდში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები