არჩევნები 2021

კალაძე: თბილისელების ნდობას აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს

მე არასდროს ვზოგავდი თავს, რომ ყველა სიკეთეზე სიკეთით მეპასუხა, მესახელებინა ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა. ჩემო მეგობრებო, ამ ქალაქისთვის არა მხოლოდ კარგი, ყველაფერი საუკეთესო მინდა და მაშინ, როდესაც ჩემმა ხალხმა ამირჩია თბილისის მერად, მომცა შესაძლებლობა, უშუალოდ მემსახურა ჩემი ქალაქისთვის, ჩემზე ბედნიერი და ამაყი, ალბათ, დედამიწაზე მაშინ არავინ იყო. ვერავინ აღწერს იმ დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით გაჯერებულ განცდას, რომელიც მაშინ დამეუფლა და რომელიც არასდროს ტოვებს ჩემს გულს. ჩემი ქალაქის, თვილისელების მხრიდან გამოცხადებული ნდობა ის ფასეულობაა, რომელსაც აუცილებლად გავამართლებ, სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს.

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე.

კომენტარები