არჩევნები 2021

კობახიძე: არჩევნების მოგება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა პოლარიზაციის დამთავრების შანსია

სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება. ჩვენ 30 ოქტომბერს გვიპირისპირდება არა ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი, არამედ რადიკალური ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო დაჯგუფება, რომელიც უკვე 18 წელია, არის მუდმივი საფრთხე ქართული სახელმწიფოსა და დემოკრატიისთვის. 30 ოქტომბერს ტარდება ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი კი ციხეში იხდის სასჯელს. 

არჩევნებში გამარჯვება და სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს არის ორი ფაქტორი, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, საბოლოოდ დავამთავროთ ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ, ამისათვის კი აუცილებელია 2 ოქტომბრის გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდე მივიყვანოთ. 

ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ წინასაარჩევნო აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. 

კომენტარები