არჩევნები 2021

მდინარაძე აქციაზე: მოსალოდნელია პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი

მოსალოდნელია, რომ მთელი რიგი პარტიული აქტივისტებისა და სამწუხაროდ, მედიების მხრიდან ტრადიციულად იქნება მცირე პროვოკაციები, ეცდებიან შექმნან დაძაბულობის ფონი, თუმცა ყველა ჩვენს მხარდამჭერს გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აყვებით ამ მდარე პროვოკაციას. დარწმუნებული ვარ, ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი შეკრებისთვის ჩრდილის მიყენებასა და მათთვის სასურველი სურათის შექმნას.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის პროგნოზები მმართველი გუნდის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე. არჩევნების მეორე ტურებამდე 3 დღით ადრე, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე ქართული ოცნება აქციას გამართავს, რის გამოც გადაკეტილია ცენტრალური ქუჩები. 

 

კომენტარები