არჩევნები 2021

მდინარაძე აქციაზე ჩამომსვლელ ხალხზე: ნუ დასცინით, ნუ აბულინგებთ

ნუ დასცინით ამ ხალხს, ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, რომელიღაც რაიონში წააწყდით, სად მიდიხართ კითხეთ და აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი. 

ზოგს მეტადონშიკებს ეძახით, მეტადონის პროგრამაში მყოფ ადამიანებს. სიპის და აიპების თანამშრომლებს უკრძალავთ აქციაზე ჩამოსვლას, თუ ისინი შვებულებაში არიან მაინც. ნუ აკეთებთ ამას, ერთი დღე იქნება, როცა თქვენც შეხედავთ და მიხვდებით, რომ არ შეიძლება ბოროტების და სიცრუის მხარეს დგომა. 

ამბობს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე, დღეს, 27 ოქტომბერს, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ აქციაზე. 

აქციაზე ხელისუფლებას მოქალაქეები რეგიონებიდან დილიდან ჩამოჰყავს.

კომენტარები