კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებზე

"ამ ეტაპზე არ ყოფილა მსჯელობა დამატებით შემზღუდავ ღონისძიებებთან დაკავშირებით". – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, საბჭოზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს ვაქცინაციის გააქტიურებასთან დაკავშირებით.

გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების მატებას ახალ შტამს უკავშირებენ, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ ფიქსირდება, თუმცა აღირიცხა რუსეთში.

გასულ 24 საათში Covid 19-ით კიდევ 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 762 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.9%, ბოლო 7 დღის 8.97%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.05%.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები