არჩევნები 2021

კობახიძე: კირკიტაძე ხულიგანი, უგულავა ხულიგანი, მელია ხულიგანი, ხულიგნების მთელი კოჰორტა

თქვენ ნახეთ როგორია ნაციონალური მოძრაობის სახე და ამ სახის საუკეთესო მაგალითი არის დავით კირკიტაძე, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ხულიგანია. თავის დროზე, როცა ერთი ჩვეულებრივი ხულიგანი იყო, ჯერ ცემა დაცვის თანამშრომელი, მერე მსაჯი საფეხბურთო მაჩის დროს, გუშინ კი ცემა რუსთავის ერთ-ერთი მოქალაქე, სამწუხაროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახოთ, რა ტიპის კანდიდატებთან გვაქვს საქმე: კირკიტაძე ხულიგანი, უგულავა ხულიგანი, მელია ხულიგანი, ხულიგნების მთელი კოჰორტა შემოგვთავაზა ნაცმოძრაობამ მეორე ტურისთვის, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს მიიღებენ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

რუსთავში, ოპოზიციის ნაწილის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა

კომენტარები