არჩევნები 2021

რუსთავში დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირება მოხდა

დავით კირკიტაძე
TV პირველი

რუსთავში, ოპოზიციის ნაწილის რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან ქართული ოცნების და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

როგორც დავით კირკიტაძე ამბობს, დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა და მათ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ. 

"ეს იყო ოფისზე თავდასხმა პირდაპირ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ადამიანებს მიაყენეს მძიმე დაზიანება. ეს ყველაფერი გვაქვს გადაღებული. თუ პოლიცია ამ შემთხვევაშიც იქნება უმოქმედო, თუ არ მიიღებს გადამჭრელ ზომებს. ვასილ ბალახაძის მეთაურობით მოხდა ჩვენზე თავდასხმა".- ამბობს დავით კირკიტაძე.  

ოფისის თანამშრომლების თქმით, იქ მისულმა ადამიანებმა დავით კირკიტაძისთვის დარტყმაც სცადეს, რა დროსაც შტაბის ერთ-ერთი წევრი გაშველებას ცდილობდა და ამ დროს დაზიანდა.

დავით კირკიტაძე, ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები რუსთავში, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. 

 

კომენტარები