დიუნი

დიუნი ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

Miro

ფრენკ ჰერბერტის ბესტსელერის დიუნის ახალი ეკრანიზაცია ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი გახდა. სასტარტო უიქენდზე დენი ვილნევის ფილმმა 40.1 მილიონი დოლარი მოაგროვა.

პანდემიის პერიოდში ეს კინოსტუდია Warner Bros.-ის ყველაზე კარგი შედეგია. კინოკომპანიის ყველა ფილმი პარალელურად სტრიმინგის სერვის HBO Max-ზე გამოდის. აქამდე Warner Bros.-ის პანდემიის პერიოდში გადაღებული ყველაზე წარმატებული პროექტი Godzilla vs Kong იყო.

დიუნი ასევე დენი ვილნევის ყველაზე წარმატებული პროექტია. რეჟისორის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი Bladerunner 2049 იყო, რომელმაც პირველ უიქენდზე 32.7 მილიონი მოაგროვა.

წლის ყველაზე დიდმა ბლოკბასტერმა მსოფლიოში უკვე 200 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. 

ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, ოსკარ აიზეკი, ჯოშ ბროლინი, ჯეისონ მომოა და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.

კომენტარები