ჯეიმს ბონდისა და ფორსაჟის მსგავსად კიდევ სამი უმსხვილესი ბლოკბასტერის პრემიერის თარიღები შეიცვალა.
სტუდია Warner Bros.-მა დენი ვილნევის დიუნის პრემიერა 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2021 წლის ოქტომბერში გადაიტანა, ამ პერიოდში დაგეგმილი ბეტმენის ჩვენებამ 2022 წლის მარტში გადაიწია. კინოთეატრებში რამდენიმე თვით ადრე გამოვა მატრიცა - 2022 წლის 1 აპრილის ნაცვლად, ბლოკბასტერი კინოგაქირავებაში 2021 წლის 22 დეკემბერს ჩაეშვება.
Warner Bros.-ის პრემიერების განახლებული გრაფიკი ასე გამოიყურება:
დიუნი - 2021 წლის 1 ოქტომბერი
ბეტმენი - 2022 წლის 4 მარტი
მატრიცა 4 - 2021 წლის 22 დეკემბერი
ფლეში - 2022 წლის 4 ნოემბერი
შაზამი 2 - 2023 წლის 2 ივნისი
შავი ადამი - 2021 წლის 22 დეკემბერი
არ შეცვლილა ქალი საოცრების გამოსვლის თარიღი. გალ გადოს პერსონაჟს მაყურებელი მიმდინარე წლის 25 დეკემბერს იხილავს.