დიუნი

DUNE-ის პირველი ნაწილი ქართულ კინოგაქირავებაში მეორედ გამოვიდა

Dune-ის ქართული პოსტერი
Cavea.ge

ქართულ კინოგაქირავებაში დაბრუნდა 2021 წლის ბლოკბასტერი Dune. ფრენკ ჰერბერტის რომანის დენი ვილნევისეული ეკრანიზაციის ნახვა მაყურებელს 9 თებერვლიდან, Cavea ისთ ფოინთის IMAX დარბაზში შეუძლია.

ვილნევის დიუნმა მსოფლიო კინოგაქირავებაში $400 მილიონზე მეტი მოაგროვა. ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, ზენდაია, რებეკა ფერგიუსონი, ჯოშ ბროლინი, ოსკარ აიზეკი, ხავიერ ბარდემი, სტელან სკარშგორდი და დეივ ბატისტა ასრულებენ. 

2024 წლის მთავარი ბლოკბასტერი, დიუნის მეორე ნაწილი საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 29 თებერვალს გამოვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.

კომენტარები