არჩევნები 2021

ჰუდაკი: დამოუკიდებელი სასამართლო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ

ამ ადგილობრივ არჩევნებზე, ჩემი აზრით, მოსახლეობამ თქვა, რომ რაღაცით კმაყოფილები ვართ, რაღაცით უკმაყოფილოები, მაგრამ ზოგადად, მოგვწონს, როგორ იმართება საქართველო და მზად ვართ მთავრობას და ქართულ ოცნებას, როგორც მმართველ პარტიას, მართვის კიდევ ერთი მანდატი მივცეთ. ეს არჩევნები ჩემთვის რეფერენდუმი იყო, ამდენად, მოსამართლეების დანიშვნა, დამოუკიდებელი სასამართლო – რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ ეს საკითხები, ცენტრალური მნიშვნელობის საკითხად არ უნდა ვაქციოთ, რომ თითქოს ეს ერთი საკითხი ცვლის გარეთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. მოდი, გადავჭრათ ეს საკითხები, მივაღწიოთ იმას, რომ მსგავსი საკითხები აღარ გამეორდეს, მაგრამ მოდი, ნუ ვაქცევთ მათგან დრამას

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა FrobesTalk-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. [BMG-ს თარგმანი]

კომენტარები