მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ტიკარაძე სააკაშვილზე: თვლიან, მე-18 დაწესებულებაში უსაფრთხოების ზომები მეტად იქნება დაცული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან დაკავებული ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა საჭირო სერვისი სრულად არის შეთავაზებული. მისივე თქმით, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების ზომები მეტად იქნება დაცული.

"პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში. ის სერვისები, რომლებიც ამ ეტაპისთვის პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან და მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი იმის, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ინტერესების და ჯანმრთელობის სასარგებლოდ". – თქვა ტიკარაძემ.

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმთა ჯგუფის კონსილიუმი მიმდინარეობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას შეისწავლის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 23-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები