არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: ღმერთმა არ ქნას, მერი ოპოზიციიდან იყოს – მუდმივი ქაოსი და პანიკა იქნება

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ [მერი] იყოს ოპოზიციური კანდიდატი, ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ამაზე ვთქვი, რომ მათი მხრიდან იქნება მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მე მჯერა ამის, რომ ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს და არ მისცემს ხმას მოძალადე, მკვლელების პარტიას, რომლებიც იყვნენ უკვე ხელისუფლებაში და ჩვენი ქვეყანა დაანგრიეს, ტერიტორიები დაკარგეს, ხალხს როგორ გაუსწორდნენ, ჩაგრავდნენ, კლავდნენ, ართმევდნენ სახლებს, ბიზნესებს, ატერორებდნენ. ამაზეა საუბარი, მე ეს ვთქვი, მხოლოდ ამ ჭრილში.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერმა 22 ოქტომბერს თქვა, რომ "ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე, უბრალოდ, პერსპექტივა არ აქვს"

კომენტარები