კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 467 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.51%-ია

Elizabeth R. Fischer / Rocky Mountain Labs/NIAID/NIH

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 487 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 8.51%-ია, ბოლო 7 დღის - 9.09%, ბოლო 14 დღის კი - 8.94%.  

ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 462 დადასტურდა, აჭარაში - 119, იმერეთში - 876, ქვემო ქართლში - 283, შიდა ქართლში - 300, გურიაში - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 322, კახეთში - 734, მცხეთა-მთიანეთში - 123, სამცხე-ჯავახეთში - 107, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 63.

23 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 804 შემთვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 626 478  ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 699 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 52 601 აქტიური შემთხვევაა.

1 425 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 498 მკურნალობს, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 304 პაციენტია, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები