არჩევნები 2021

ხოშტარია: 30 წლისთავზე მორიგი საბჭოთა ფუნდამენტი, ბელადი და ერთპარტიულობა უნდა დაინგრეს

მე სულ ვფიქრობდი და ამაზე ტელევიზიაშიც გვისაუბრია, რომ მოსახლეობაში არის განცდა, რომ კი, მათ არ მოსწონთ ის, რაც ხდება, მაგრამ ოპოზიცია რამდენად სთავაზობს ალტერნატივას მოქალაქეებს. მიუხედავად იმისა, რომ არიან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც მოსწონთ მეტად ან ნაკლებად, ის განცდა, რომ არსებობს ალტერნატივა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის ვითარებას, ცვლილების რწმენის ნაკლებობა სულ იყო. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრი გვიფიქრია. გვიფიქრია იმაზე, თუ რა არის ის აუცილებელი, რაც არჩევნებს გახდის არამხოლოდ სახელისა და გვარის ჩანაცვლებას. მაგალითად, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი შეცვალა ბიძინა ივანიშვილმა, ან ვიღაცამ ვიღაც შეცვალა, ჩვენი ცხოვრება არ იცვლება, ქუჩაშიც როცა დავდიოდით, სულ ისმის "ჩემთვის რა შეიცვლება?"

და მე მგონია, რომ განცდა, რომ საბჭოთა ერთი დიდი ფუნდამენტი უნდა დაიმსხვრეს ამ 30 წლისთავზე და ეს საბჭოთა ფუნდამენტი არის ბელადი და ერთპარტიული მმართველობა, აი, რასაც დღესაც ვისმენდით, რომ აი, საერთოდ არავინ არსად არ უნდა მოიგოს ქართული ოცნების გარდა და თუ მოიგებს, საბოტაჟს გაუკეთებენ. ეს ხომ ფილოსოფიურად ნიშნავს რას? რომ ჩვენ ამ ქვეყანაში დავეპატრონეთ ყველაფერს და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ამომრჩეველი ჰყავს სხვას, მე მიმაჩნია, რომ ჩემი საკუთრებაა, იმიტომ, რომ ახლა მე ვარ დაპატრონებული. მართვის ეს ფილოსოფია უნდა დაინგრეს და ამის დანგრევის მაგალითი ჩვენც უნდა ვანახოთ. მე მგონია, რომ ეს არ იყო ტაქტიკური ერთი პრეზენტაცია. ჩვენ აქამდე დიდი ხნის განმავლობაში მოვდიოდი, ვიტყოდი, გავრილოვის ღამის შემდეგაც კი. 

ამის შესახებ დროას ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ფორმულას ეთერში გადაცემა პოლიტმეტრში ისაუბრა. 

კომენტარები