მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე სააკაშვილზე: გატაცებაშიც FAKE-ია – სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც, მედიის ცნობით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შემოსვლისას სატვირთოში გადაიღო. კობახიძის შეფასებით, სააკაშვილი "გატაცებაშიც Fake-ია", და, მისივე სიტყვებით, "სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს". 

"თვითონ ეს სცენარი, თავისთავად, შეიძლება, იმდენად საინტერესო არ იყოს - საინტერესო არის ის, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ამ კაცმა, თუ რას წარმოადგენს. ერთი, რომ ის არის აბსოლუტური Fake ყველაფერში - შიმშილობაშიც Fake-ია, გატაცებაშიც Fake-ია, ჩამოსვლაშიც Fake-ია, ყველაფერში არის ე.წ. Fake. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ მას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანს სურდა ძალაუფლების დაბრუნება - რაც აღიკვეთა და ყოველთვის აღიკვეთება, ხელისუფლება დგას თავის ადგილზე". - ამბობს ირაკლი კობახიძე.   

იმედმა ვიდეო გუშინ, 21 ოქტომბერს გაავრცელა. ამავე მედიის მიერ ჩანაწერისთვის წამძღვარებული კონტექსტით, სააკაშვილი სხვადასხვა სცენარისთვის ვიდეოებს იღებდა, მათ შორის, არის გატაცების სცენარიც. 

კომენტარები