არჩევნები 2021

"კაბინეტიდან ვერ ვუყურებ ასეთ ფაქტებს" – სადგურ ანაკლიის უფროსმა თანამდებობა დატოვა

"არ მაქვს უფლება კაბინეტიდან ვუყურო აღნიშნულ ფაქტებს". – სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, სადგურ ანაკლიის უფროსი, რევაზ ლაზიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რევაზ ლაზიშვილის განმარტებით, თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რეგიონში პოლიციის თანამშრომელი, რუსლან შამახია დააკავეს.

"ჩემი პროტესტი გამოიწვია პოლიციის თანამშრომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ. რუსლან შამახიას სახლში სპეცოპერაციის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ – ამ ფაქტების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება [თანამდებობის დატოვების]. უბრალოდ არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩატარებულ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწვეტილება დავტოვო თანამდებობა". – ამბობს რევაზ ლაზიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, პოლიციელ რუსლან შამახიას სახლში ჩატარებული სპეცოპერაცია და მისი საცხოვრებლის ჩხრეკა უკანონო იყო.

კომენტარები