არჩევნები 2021

მელია კალაძეზე: დებატებზე უარი თქვა, მტრობის სპირალში შესულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ

სამწუხაროდ, კახი კალაძემ დებატებზე უარი თქვა. ერთ-ერთ მიზეზად ჩემი მხრიდან მისი ოჯახის შეურაცხყოფა დაასახელა.

არასდროს არ მიმიყენებია მისთვის ან მისი ოჯახის წევრებისთვის პერსონალური შეურაცხყოფა - ამას ჩემ თავს არ ვაკადრებ პირველ როგში!

რაც შეეხება მის მიერ, მერიაში კორუფციის ყოველდღიურობად ქცევას, მილიონების ჩაჯიბვას ატკატებად, მილიონების ხარჯვას მმართველ პარტიაზე, ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებას და კრიმინალთან გარიგებას - ეს პერსონალური საკითხები არაა. ეს თბილისის პრობლემებია, რომელიც დასრულდება, მისი დამარცხებისთანავე. ვიცი, რომ პასუხები არა აქვს, არც პოზიტიური დღის წესრიგი გააჩნია - დაპირისპირების და სამოქალაქო კონფლიქტის რიტორიკას იყენებს პარტიის ბოსების მითითებით.

არადა თბილისელებისთვისაც და ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა საგნობრივი დებატები. რას იზამ - მტრობის სპირალში შესულ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ გადავარწმუნებთ - ისინი უნდა დავამარცხოთ! ყველამ ერთად 30 - ში.

წერს ენმ-ს თავმჯდომარე და ოპოზიციის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია თბილისის მერზე, კახა კალაძეზე. მელიამ კალაძეს გეგმების გასაცნობად ნებისმიერ ეთერში ღია დებატები შესთავაზა, თუმცა კახა კალაძემ უარი თქვა

კომენტარები