არჩევნები 2021

კალაძე: რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? ახლა გაახსენდათ დებატები?

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?! არჩევნებამდე რომ რამდენიმე დღეა დარჩენილი?! რამდენიმე დღეა, ორი დაპირება გააჟღერეს და ისიც ძალიან დიდი ტყუილი. აი, ეს არის ჩემი პასუხი. [...] ძალიან მარტივია. ეს არის პოპულისტური განცხადება, მეტი არაფერი.

ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე ენმ-ს თავმჯდომარესა და მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას. კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მელიამ კალაძეს თბილისელებისთვის გეგმების გასაცნობად. ნებისმიერ ეთერში ღია დებატები შესთავაზა

კომენტარები