Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 555 ტესტი და დადასტურდა 5 739 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 082 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.15%, ბოლო 7 დღის 9.12%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.64%.
ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 862 გამოვლინდა, აჭარაში - 202, იმერეთში – 1 151, ქვემო ქართლში – 353, შიდა ქართლში – 389, გურიაში – 140, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 412, კახეთში – 912, მცხეთა-მთიანეთში – 139, სამცხე-ჯავახეთში – 119, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 60.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 44 043, საიდანაც 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 020 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 37 453 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 257 პირი, 270 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 670 552 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 616 937 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 546.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.