მიხეილ სააკაშვილის დაკავება

საპატრიარქო მოსაყდრე შიოს ქადაგებაზე კრიტიკას დაანონსებულ ტერორს უწოდებს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქომ მოსაყდრე შიო მუჯირის ქადაგებაზე კრიტიკას, საკუთარ Facebook გვერდზე დაანონსებული ტერორი უწოდა.

გუშინ, 17 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში ნიკა გვარამიამ მოსაყდრე შიო, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ქადაგებისას გაკეთებული კომენტარის გამო გააკრიტიკა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ეპისკოპოსმა სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას სასჯელის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან თქვა, რომ "ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი".

კომენტარები