ანასტასია შატალოვას მკვლელობა

ბერიძე: შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, 6 თვეზე მეტია, შატალოვასთან ურთიერთობა არ მქონია

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი, ზურაბ ბერიძე ამბობს, რომ მას 6 თვეა მოკლულ ანასტასია შატალოვასთან ურთიერთობა არ ჰქონია და თავადაც შეძრულია მომხდარი ტრაგედიით.

"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, 6 თვეზე მეტია, საერთოდ ურთიერთობა არ მქონია. პოლიცია მუშაობს მოკლედ და ვფიქრობ, მალე გამოვლინდება დამნაშავე, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით". - ამბობს ზურაბ ბერიძე.

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. ის, სავარაუდოდ, თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დაკითხეს. 

გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელსაც ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან საერთო შვილი ჰყავდა. 

ქალი თბილისში, კამანის ქუჩაზე, მოკლეს. შემთხვევა გუშინ, 17 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები